Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილის წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილის წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაცია თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილის ნაშრომი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამართლის თეორიის, ისე პრაქტიკული საქმიანობისათვის:,, მისი წიგნი უკვე გახდა სამაგიდო ნაშრომი. სტუდენტებს მინდა მივმართო – ეს წიგნი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ბიბლიოთეკაში. ვასილ გონაშვილს კი მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი საინტერესო და საჭირო ნაშრომის შექმნისთვის,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

წიგნი ეძღვნება სამართლებრივი რეგულაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – ნორმატიული აქტის შექმნის პროცესს. მასში დეტალურად არის განხილული ნორმატიული აქტის მომზადების ყველა ეტაპი:

 

  • ნორმატიულ აქტზე მუშაობის დაწყება;
  • კანონშემოქმედებითი ინიციატივის კვლევის მეთოდოლოგია;
  • პროექტის შექმნისა და სამართლებრივი წერის ტექნიკა;
  • სამართლებრივი ენისა და ტერმინოლოგიის ზუსტი გამოყენების ტექნიკა.

 

ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს იურისტებისთვის, კანონმდებლობის  მომწესრიგებელ ორგანოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე სამართლის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან კანონშემოქმედებითი პროცესის სამეცნიერო და პრაქტიკული მხარეებით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, სტუდენტები, მკვლევრები და სამართლის სფეროს სპეციალისტები.

თარიღი: 20/10/2025